Thursday, October 7, 2010

წვიმაა, სევდაა, ცრემლია

წვიმაა, სევდაა, ცრემლია,
ნისლები გულსაც კი აწვიმებს,
ტანჯვაა, ტკივილი ბევრია,
წამწამებს ცრემლები ამძიმებს,
არ მოხვალ, არ გელი, ასეა,
არასდროს არ დამიბრუნდები,
ღამეა, სიჩუმით სავსეა, მარტოობაა ნუგეში,
სიტყვები, ფიქრები, ოცნება,
ნავარდი სულ ზემოთ, ღრუბლებში,
წაშალე რწმენა და იმედი, არასდრს არ დამიბრუნდები.

ვარსკვლავები გაიკრიფნენ ჩუმად

ვარსკვლავები გაიკრიფნენ ჩუმად,
ალიცლიცდნენ მზის სხივები ცაზე,
ჟღურტულებენ ფრინველები მშვიდად,
ანცი ქარი ხეებს ფოთლებს აცვენს,
ფერებს ირჩევს შემოდგომის დილა,
ირგვლივ მეფობს სილამაზე ფერთა,
ლოცვას ვიწყებ და ვილოცებ დიდხანს,
იყოს ღმერთი სულ ყოველთვის შენთან,
ეს ლამაზი დილა დაგელოცოს,
ვერ მოგდრიკოს დარდებმა და სევდამ,
იხარე და ღმერთი იყოს შენთან.

მზიანი დილაც ღამდება

თანდათან მზიანი დილაც ღამდება,
თანდათან მზის სითბოს ცვლიან წვეთები,
თანდათან წყაროც კი იძინებს თავნება,
დუმილმა მოიცვა მთრთოლვარე ვერხვები,
თანდათან მშფოთვარე გულიც წყნარდება,
არაფერი ხდება შემთხვევით, არა იმედებიც აღარ რჩება,
მიდიან, გვტოვებენ, ველევით.

მთვარიანი ღამე

მთვარიანი ღამეა და ვარსკვლავების ციმციმი,
მომენატრა შენთან ყოფნა, შენი ხმა და სიცილი,
და ნიავის ჩუმ ჩურჩულში, კოცნის ჩუმად მოპარვა,
მენატრები და ოცნებებს, ისევ შენთან მოვყავარ.

თვალები სითბოთი სავსე,

სევდიან ამინდს,
მოწყენილ დილას,
გულს მონატრებით სავსეს,
მხოლოდ ღიმილი ჭირდება შენი,
თვალები სითბოთი სავსე,

დრო არ მინდა რომ გაილიოს,

მე შენთან რომ ვარ, დრო არ მინდა რომ გაილიოს,
აღარასოდეს არ დასრულდეს ტკბილი წამები,
ყოველთვის მინდა რომ მკოცნიდეს შენი ტუჩები,
და სიყვარულზე მესაუბრონ, შენი თვალები,

მწვანე მინდორზე

მწვანე მინდორზე ხიდან ყვავილები, დაეშვა ლამაზ ფანტელებად,
გაზაფხულია სურნელი მათრობს, შევხარი ყველა დღის გათენებას,
და ეს გაზაფხული, გულის აღელვება, ასეთი სილამაზე ირგვლივ,
მინდა შენ გაჩუქო, მინდა შენ დაგითმო, ყველა ოცნება და ფიქრი,
მწვანე მინდორზე ხიდან ყვავილები, ისევ ფანტელებად ცვივა,
ულევი სითბო და ეს მშვენიერება, ყოველთვის, სულ შენთვის მინდა.

არ მინდა გამიმეტო

არ მინდა გამიმეტო ტკივილისთვის,
არ მინდა ჩემზე ფიქრს შეეშვა,
იქნებ უჩემობა არა დაგტანჯავს,
იქნებ აღარც გინდა შეხვედრა,
მაგრამ ვერ აიტან უჩემობას,
ვიცი ვერ გაუძლებ სიმარტოვეს,
მოხვალ მონატრებით, მომეხვევი,
სხეულს აგითრთოლებს სიახლოვე,
გულში წაიშლება სევდის კვალი,
სახეზეც გაიმარჯვებს ღიმილი,
თავს აღარ ვიგრძნობთ ეულად,
ვეღარ მოგვერევა ტკივილი,

თბილი დილა

თბილი დილა და მზის სხივთა ლიცლიცი,
ჭიკჭიკი ლამაზი ჩიტების,
სურნელი გაშლილი ფერად ყვავილების,
სურვილი – რომ ძლიერ მჭირდები,
რომ ეს თბილი დილა ისეთია,
და ეს მონატრებაც ისეთი,
გრძნობით მოხვალ და ჩამჩურჩულებ-
რომ, ერთად სულ ერთად ვიქნებით.

ისევ მინდა

ისევ მინდა შენი მზერით დამატყვევო,
სულში ჩამწვდეს მაგ თვალების სითბო,
ის შეხვედრა სულ თავიდან გამახსენო,
შენთან მინდა სხვას არაფერს ვითხოვ,
მომიკრიფო ვარსკვლავების თაიგული,
გულისძგერით მომაწოდო თვითონ,
გევედრები მომანათე ეგ თვალები,
ერთად ვიყოთ სხვას არაფერს ვითხოვ.

ნუთუ არ გესმის

ნუთუ არ გესმის ფანტელთა ვედრება, გიხმობენ გამოდი გარეთ,
მათ გამოვატანე კოცნა შენს ბაგეზე, გაგილამაზებენ წამებს.

ირიჟრაჟა

ირიჟრაჟა გამალებით მიცემს გული,
თვალებმა კი ძილის ნება აღარ მომცეს,
მზის სხივები ჩემს სარკმელთან აციმციმდნენ,
ახალი დღის გათენება მომილოცეს,
მერე ვუხმე ფიქრებს, ჩუმად მოფერებით,
არ მინდოდა წუთით მეგრძნო სიმარტოვე,
არ მოვიდნენ, შენი გული უპოვიათ,
და მიხმობდნენ, თურმე არა, არ დამტოვეს,
ფიქრს გავყევი გულის კარი დამხვდა ღია,
შენ მელოდი ასე თბილი, ასე კარგი,
რომ მოვედი მერე ვეღარ გაგიმეტე,
ჰოდა დავრჩი, სამუდამოდ შენთან დავრჩი.

ყვავილთა სურნელით

ყვავილთა სურნელით მიდამო აივსო, გული საამოდ აძგერდა,
მზემ გამოაფრქვია ციმციმა სხივები, და თბილი დილა გათენდა,
შენც თბილი გული მაჩუქე, ულევი სიყვარულით სავსე,
ცხოვრების გზა გამილამაზე, მასწავლე - მომავლის მწამდეს,
შენით მიხარია ყველა დღე,მე ამაყი ვარ შენით,
სული ამივსე სიკეთით, სიყვარულით და რწმენით,
ყოველი წამით ხარობდე, უფალი გფარავდეს ყველგან,
გაგანებივროს ცხოვრებამ, გაშოროს დარდი და სევდა.

Friday, October 1, 2010

დღემ დაღამება დააგვიანა

დღემ დაღამება დააგვიანა,
წუთები გადის ძალიან ნელა,
მე მონატრებამ დამიპყრო სრულად,
ძალიან მინდა შენთან შეხვედრა,
შენი ხმა მინდა მესმოდეს ახლა,
შენს ღიმილიან სახეს ვუცქირო,
მეტ მონატრებას ვეღარ გავუძლებ,
მინდა გაჩუქო გრძნობა უძირო,
შენთან სიშორეს ვეღარ ავიტან,
ვერ შეველევი შეხვედრის წამებს,
არა, ლოდინი არ შემიძლია,
ისედაც თეთრად ვათენებ ღამეს.

უსაზღვრო მოლოდინი

უსაზღვრო მოლოდინი გულს მიკლავს
გელოდები და მერე როგორ,
გადიან წლები და ფიქრებმა დამღალა,
არ უჩანს მოლოდინს ბოლო,
დამიპყრო სევდამ და გული დამიმძიმა,
გონება ამირია ფიქრმა,
შენმა მონატრებამ ცრემლებად დამადნო
მოდი და ნუგეში მითხარ.

მე სიყვარული მჭირდება

მე სიყვარული მჭირდება,
მე მხოლოდ სითბო მინდა
მე არსად ვეძერბ ლამაზმანს,
მე ვეძებ სულით მდიდარს,
მინდა გავუგო ყოველთვის,
მეც რომ გამიგოს მინდა,
გული არასდროს მატკინოს
მისმა უგულო სიტყვამ,
არ მინდა ვიყო მარტო,
მე ეს არ მინდა, არა,
მე მსურს გავიღო სითბო
ჩემთვისაც ცოტა კმარა.
მინდა ვუყვარდე ყველას,
ვარსებობდე მათ გულში.
და უღალატო ვიყო
ერთურთის სიყვარულში.
მინდა ვაღმერთო ყველა,
არავინ მძულდეს, არა,
მე მსურს გავიღო სითბო,
ჩემთვისაც ცოტა კმარა. . . .

Thursday, September 30, 2010

ისეთი ლამაზი დღეა

ისეთი ლამაზი დღეა ქარი ქრის ანათებს მზე,
ვზივარ მინდორში მარტო, თვალწინ მიდგახარ შენ,
ჭიკჭიკი მესმის ჩიტების, სიმწვანე მამშვიდებს ხეთა,
ძალიან მაკლიხარ მჭირდები, მინდა, რომ იყო ჩემთან,
მინდა შენს თვალებს ვუცქირო, დიდხანს უსაზღვროდ დიდხანს,
რომ ამიძგერდეს გული,რომ. . . მიოყვარხარო. . . მითხრან . . .
მინდა, შენი ხმა მესმოდეს,მუდამ ჩემს გვერდით იყო,
და ერთმანეთი მე და შენ არასდროს დავივიწყოთ,
ერთმანეთს მივცეთ ფიცი, ვიყოთ სულ მუდადმ ერთად,
და ცვენი სიყვარული, აკურთხოს მაღლა ღმერთმა.

მიდიხარ მიყვები გზას

მიდიხარ მიყვები გზას
მიყვები, ენდობი მას,
ფიქრები გიმძიმებს თავს.
მიდიხარ . . არ იცი სად.
ბინდი ეფარება თვალს.
მდინარეც ჩაჩუმდა თან,
შენ მარტოობა გკლავს,
მაგრამ მომავლის გწამს,
ვერავის ანდობ ფიქრს,
ვერავის უხსნი გულს,
შენ მარტოობა გიქმს,
მოუსვენრობას სრულს.
შენ მარტოობა გძულს,
ამიტომ მიყვები გზას,
მიდიხარ. . მოძებნი სხვას,
გაიგებ ცხოვრების ფასს,
მოძებნი, იპოვი მას,
გაუღებ გულის კარს,
შენ ხომ მომავლის გწამს,
იცი მიაღწევ მას,
გადუშლი ეტყვი ფიქრს,
გაუმხელ გულის დარდს,
და არ იქნები მარტო,
იცი შენ ამის გწამს.

არასდროს დასრულდება

არასდროს დასრულდება ბილიკები,
მე რომ მივუყვები ნაბიჯებით,
მაგრამ უსასრულო გახდა ფიქრიც
და მე მენატრები გაგიჟებით,
მინდა ამისრულდეს ოცნებები.
მერე სიხარულით ავივსები,
ისევ შემახსენოს გულისძგერამ
რომ მე შენ გიყვარვარ და გჭირდები.

Thursday, September 23, 2010

გინატრე, მოდი, მოხვალ?

ჯერ ისევ იყო სინათლე,
ისევ ქარები ქროდა,
მთელი არსებით გინატრე,
გინატრე, მოდი . . . მოხვალ?
ჯერ ისევ თრთიან ფოთლები,
სიბნელე მოდის ჩუმად,
გინატრე . . . და გელოდები . .
დარდი ხალისებს, თრგუნავს,
ჯერ კიდევ ანცობს ქარი,
და მესმის გულის თრთოლვა,
მთელი არსებით გნატრობ,
გინატრე, მოდი . . . მოხვალ?.

სევდიანი ღამე

მზე რომ იყო და ქარები,
საღამოს გვიცდიდა მთვარე,
გამიღე გულის კარები,
მიმიღე, შემიყვარე,
მერე იწვიმა წახვედი,
დილა შეცვალა ღამემ,
ჩემთან დატოვე დარდები,
ცრემლებად დავიღვარე,
ეხლა ნისლია, ქარები,
წავიდა ჩვენგან მთვარე,
დამტოვე მიუსაფარი
რისთვის არ შემიბრალე,

მარტოობას მიმაჩვიე

სიჩუმეს მიმაჩვიე, მარტოობას,
სიბნელეს განთიადი აღარ ცვლის,
გრძნობა მაჩუქე და დაგენანა,
გრძნობა რა უგულოდ წამართვი,
იცი, ვარსკვლავები გაიკრიფნენ,
შენგან გაუკვირდათ თამაში,
თუ კი სიყვარულით მაცოცხლებდი,
სიცოცხლე რაღატომ წამართვი.

ჩემი იმედები

განთადამდე ფიქრებს მივყევი,
მტკიოდა უშენობა ძალიან,
განთადამდე ძილმაც მიმატოვა,
სიბნელეს ვდარაჯობდი ქარიანს,
დილამ დამიტოვა თითქოს იმედები,
მაგრამ იმედებიც წავლიან,
დრო ვერ გაახუნებს გრძნობას ულამაზესს,
დროს მოგონებები არ მიაქვს,
ისევ ჩემში რჩები მონატრებად,
ისევ ოცნებები დამღლიან,
დილამ დამიტოვა გულში იმედები,
ვიცი იმედებიც წავლიან.

მძიმე დუმილი

დამღალა ასეთმა დუმილმა
დღეები უსიტყვოდ ღამდება,
აღარც იმედები არსებობს
იწყება ტკივილი, წამება.
საჩუქრად დამიტოვე უშენობა,
ცხოვრების წამართვი ხალისი,
გული დაგითმე და არ ინდომე,
გული გაიმეტე ტანჯვისთვის,
უფერულ განთიადს გავაყოლე,
ფიქრები ურჩი და თავნება,
ისევ მარტოობით დავიღალე,
ეს დილაც უშენოდ ღამდება.

ოცნებების საღამო

ლამაზ ოცნებებს შემოვრჩი დიდანს
ოცნებებს ერქვა შენი სახელი
შეშლილი ქარი დაქროდა ისევ
გვენატრებოდა ჩვენ ერთმანეთი
მერე ვარსკვლავებს გავანდე ფიქრი
მათი ციმციმი იყო საამო,
ისევ ვფიქრობდი მენატრებოდი
და ოცნებების იყო საღამო.

და ჩემი გული შენი გულის სითბოს ელოდა

ამ უსასრულო სამყაროში ვიყავი მარტო
ჩემი ფიქრები უგზო უკვლოდ ხეტიალობდა,
და ჩემი გული სავსე იყო სიცარიელით,
ეს ჩემი გული შენი გულის სითბოს ელოდა.
შენ რომ არსებობ, მეც სიოცოცხლე ისე მწყურია
სულში მზე არის აქამდე კი სულში ბნელოდა,
რა ლამაზია ახლა ჩემთვის ყოველი წამი,
და ეს სამყარო მე უშენოდ არ მჭირდებოდა.

სხვას არაფერს ვითხოვ

ახლა მინდა შენი მზერით დამატყვევო,
სულში ჩამწვდეს მაგ თვალების სითბო,
ის შეხვედრა სულ თავიდან გამახსენო
შენთან მინდა სხვას არაფერს ვითხოვ,
მომიკრიფო ვარსკვლავეის თაიგული
გულისძგერით მომაწოდო თვითონ,
გევედრები, მომენატრა ეგ თვალები
ერთად ვიყოთ სხვას არაფერს ვითხოვ.

მომენატრე როგორ

მზის სხივებს ვანდე გული
მათმა გაათბონ იქნებ,
ვერ გავუძელი ლოდინს
ვერ მოვერიე ფიქრებს,
შენგან სიშორე მთრგუნავს,
მოწყენით ვუცქერ ღრუბლებს,
ო, როგორ მინდა თუნდაც,
წუთით შეეხო ტუჩებს.
ვიგრძნო მომენატრე როგორ
ვიგრძნო უჩემობა გტანჯავს,
მერე გამიმხილო ჩუმად
რომ აღარ მიშვებ არსად.

მარტოობა

ჩადის მზე, ვარდისფერს ტოვებს ბილიკებს,
თან სითბოც მოაქვს და სიდიადეც,
მის ელვარებას ვეღარ ვივიწყებ
უფერულ ზეცას სიცივე გადასდევს.
და ფორიაქობს სული უშენოდ,
გთხოვ არ გამწირო მარტოობისთვის,
ცრემლიან თვალებს მინდა უშველო
მინდა ვცხოვრობდეთ ერთმანეთისთვის . . .
და მზე რომ ჩავა სიცივის კვალი
აღარ ექნება ვარდისფერ ზეცას,
გულში დარდები აღარ იმეფებს,
აღარ იქნება თვალებში სევდა.

სევდის ნისლები

ისევ ნისლები ჩამოწვა
ისევ დაიბურა დილა,
მერე წვეთები წამოვა
თვალებსაც ცრემლი ცვივა,
ისევ მოგიხმობ ჩუმად.
ჩემში დატოვე ტანჯვა,
ისევ უმზეო დილა
ნისლი, წვეთების თავსხმა,
რისთვის მაჩუქე სამყარო
მზე თუ არ მაფრქვევდა სხივებს,
მე გული რით გავახარო?
რომ ვერ გავფანტავ ნისლებს.

წვიმა

წვეთები ხმაურობენ გულისხმას აყვნენ
წვეთები ბევრია ძალიან,
ერთმანეთს სიყვარულში გაეჯიბრნენ
და მერე თავის გზით წავლიან . . .
ჩემს გზაზე შენ გელი მოთმინებით,
ვდარაჯობ გადმოდგმულ ნაბიჯებს,
არ დააგვიანო გევედრები,
ორივე ერთი გზით წავიდეთ.

სურვილი

სურვილი მიჩნდება გულში ჩაგიხუტო,
ოცნება ვეძებო შენს ლამაზ თვალებში,
მერე კი გაჩუქო დიდი სიყვარული,
უსაზღვრო სითბო და უზომო ალერსი.
როგორ მინდა შენს სიზმარში მოვიდე,
შენს ცხელ ტუჩებს გრძნობით დავეწაფები,
მონატრება იქნებ ასე განელდეს,
უსასრულოდ გაიწელოს წამები,
გულისძგერას ჩუმად ყური მივუგდო,
თმებში ნაზად შეგიცურო თითები,
გეალერსო, სიზმრად მაინც გაგენდო,
თუ რა ძლიერ, უსასრულოდ მჭირდები.

უსათაურო

ღამე მოაბიჯებს ჩუმი ნაბიჯებით,
რატომ შემიყვარდი ასე გაგიჟებით,
თავს მხარზე დაგადებ, გრძნობით, გარინდებით.
შენგან ხელნაკრავი ჩუმად ავტირდები.
აფორიაქდა გული, გელი და არსად ჩანხარ,
მომენატრე და მოდი, მოდი და ნუღარ წახვალ,
ისევ ქარი და მთვარე, მთვარე ამაყი ჩუმი,
შენ მალე მოხავალ ჩემთან, მე გელი მთელი გულით.

* *
მოლოდინში გაყინულან წამები
გული მტკივა უშენობის ბრალია,
მოგონებებს ვეფერები ჩურჩულით
მომენატრე, მომენატრე ძალიან.

* *
ჩემო საყვარელო რაღაც უნდა გთხოვო,
ამ გულში დარჩი და აღარ მიმატოვო,
ხან სევდა მოგაქვს და ხანაც სიხარული,
მაინც სიცოცხლე ხარ, ჩემი სიყვარული.

* *
მონატრებული თვალებით გეძებ
რადგან უშენოდ, ცუდად ვარ ვერ ვძლებ,
დავდივარ ქუჩებში რომ იქნებ შეგხვდე,
მე ხომ უშენოდ ვერაფერს შევძლებ.

მონატრება

გაუსაძლისი მოანტრება მომიყვანს შენთან,
წამოსულ ცრემლებს შენი ბაგე გზას არ დაუთმობს,
და შენი სითბო ჩემი სულის სიღრმეს აავსებს,
და ამ სითბოთი ჩვენ ერთმანეთს გულებს გავუთბობთ.
მერე ამოვა მთვარე, ჩუმი, უხასიათო,
ზემოდან მზერას მოგვარიდებს, გახალისდება,
და უამრავი მოკაშკაშე ვარსკვლავთა ფონზე,
ჩვენი შეხვედრა სიხარულით (დიდი ვნებით) სავსე იქნება.

Tuesday, September 21, 2010

მოვა სიყვარული

მოვა, სიყვარული გამეფდება,
წაშლის იმ ულმობელ დარდებს,
მოვა, გული ლაღად ამღერდება,
მინდა სიყვარული მწამდეს,
თვალებზე გაშრება ცრემლი,
ტკივილებს წალეკავს ტალღა,
მაგრამ მე მჯეროდა შენი,
შენი სიყვარული მწამდა,
ისევ აძგერდება გული
აღარ დამიმონებს სევდა,
ბედნიერება მოვა,
სულ მალე მოვა ჩემთან.

გული ცრემლებად დაილია

გული ცრემლებად დაილია,
არ მინდა წარსულისთვის გაგიმეტო,
უფალს შენს თავს ისევ შევავედრებ,
სანთლები ისევ შენთვის დაიღვენთოს,
არ იცი რა ტკივილი დამიტოვე
არასდროს მოშუშდება იარა
ჩემში სიყვარული ააყვავე,
მერე გადათელე ულმობლად, მთლიანად,
წარსულში დამტოვე და ჩემსკენ არ მომხედე
იმედებს ჩაურაზე კარები,
გრძნობით მოხვედიდ ა შეგიყვარე,
მერე ტკივილებით წახვედი,